Friday, September 14, 2012


  • პროექტის სახელწოდება:,, თეთრი სიკვდილი ანუ მომავალი ნარკოტიკების გარეშე" 
  • პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
  • პროექტის აქტუალობამომავალი თაობა ზოგჯერ გაუცნობიერებლად ხდებიან ნარკოტიკდამოკიდებულები ამ საკითხზე მუშაობისას კი უფრო მკვეთრად დაინახავენ ამ სენის ბნელ მხარეებს. 
  • პროექტის მიზნები:მოსწავლეებში კვლევა-ძიების და ურთიერთთანამშრომლობის უნარების განვითარება.
  • მონაწილეთა ასაკი16 წელი
  • ვადები/ხანგრძლივობა:4 კვირა
  • მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას: მოიძევენ ინფორმაციას, გაკეთდება ფოტო-კოლაჟი რომელიც გამოიფინება სკოლის ფოიეში და შეიქმნება ბლოგი.
  • პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები, ფოტოკამერა,თაბახის ფურცლები.
  • პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად, პირველი ჯგუფი აიღებს ინტერვიუს ყოფილი ნარკოტიკდამოკიდებული ადამიანებიდან,როგორ გარემოში ცხოვრობდნენ? ჰქონდათ თუ არა საღად აზროვნების უნარი და როგორ ცხოვრობენ ახლა ხვალინდელი დღის იმედით. მეორე ჯგუფი მოიძევს ფოტომასალას, რა მდგომარეობაში ვარდებიან ნარკოტიკდამოკიდებული ადამიანები და როგორ აისახება სამუდამო ფიზიკურ სიმახინჯედ მათ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯები საკუთარ შთამომავლობაზე, მესამე ჯგუფი სამედიცინო ლიტერატურიდან ამოიღებს ცნობებს დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორ აქტიურდება ყველა დაავადება მათ შორის ყველაზე საშიში და 21-ე საუკუნის შავი ჭირი შიდსი, შეიქმნება ფოტო კოლაჟი,შეიკრიბება ყველა მიპოვებული ინფორმაცია, მოაწყობენ პრეზენტაციას და მოუწოდებენ თავიანთ თანატოლებს იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით.       
  • მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ქიმია,ბიოლოგია
  • პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):თამთა მაისურაძე
  • ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamtamaisuradze@gmail.com
  • პროექტის ვებგვერდი/ბლოგ http://tatuli3058.blogspot.com/